„ქარაგიუმრუქმა“, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის „ნიცადან“ იტალიელი მეკარე სალვატორე სირიგუ დაიმატა. 37 წლის ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
სირიგუ ფრანგულ კლუბში 2023 წლის 18 სექტმბრიდან ირიცხებოდა, მაგრამ არცერთხელ უთამაშია.
სირიგუ იტალიის ეროვნულ გუნდში 2010-2021 წლებში გამოდიოდა და 28 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





