ჟოზე მოურინიო “რომაში” დე როსიმ შეცვალა

0
51

“რომას” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჟოზე მოურინიო დაითხოვეს და გუნდს 2024 წლის 30 ივნისამდე დანიელე დე როსი გაუძღვება. 40 წლის დე როსის დებიუტი 20 იანვარს რომში “ვერონასთან” გასამართ მატჩში ექნება.
დე როსი რომაულ გუნდში 2002-2019 წლებში თამაშობდა. მან ორჯერ იტალიის თასი მოიგო, ხოლო ერთხელ სუპერთასი. იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა 2020 წელს დაასრულა. ის ამის შემდეგ “სკუადრა აძურაში” მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის თანაშემწე იყო, ხოლო შემდეგ 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის თებერვლამდე სპალს ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი