კვერნაძის გუნდი ბერგამოში განადგურდა, დავითაშვილს ისევ არ უთამაშია

0
60
30 Zuriko DAVITASHVILI (fcgb) during the Ligue 2 BKT match between Bordeaux and Dijon at Stade Matmut Atlantique on September 17, 2022 in Bordeaux, France. (Photo by Vincent Poyer/FEP/Icon Sport) - Photo by Icon sport

„ფროზინონე“, რომელშიც გიორგი კვერნაძე ირიცხება, იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში სტუმრად ბერაგამოს „ატალანტასთან“ 0:5 განადგურდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მასპინძლები მე-8 წუთზე კოპმაინერსმა დააწინაურა, მე-13 წუთზე თავი ედერონმა გამოიჩინა, ხოლო ერთ წუთში დე კეტელარემ თავისი გუნდი კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 83-ე წუთზე „ფროზინონეს“ კარი ძაპაკოსტამ აიღო, 90-ეზე კი წერტილი ჰოლმმა დასვა. „ფროზინონე“, რომელმაც მიმდინარე სეზონში ასეთი ანგარიშით პირველად წააგო 19 ქულით 20 გუნდში მე-15 ადგილზეა.
„ბორდო“, რომელსაც ე სეზონი ჩაუვარდა, საფრანგეეთის ლიგა 2-ის მე-2ო ტურში გასვლაზე ლიდერ „ოსერთან“ 1:3 დამარცხდა. დავითაშვილს ტრავმის გამო ისევ არ უთამაშია. „ბორდო“ 22 ქულით 20 გუნდში მეთხუთმეტეა.
ლაშა თაბაგარი