პოლონეთის ექსტრაკლასაში მოასპარეზე ლუბინის „ზაგლებიემ“ ნახევარმცველი თორნიკე გაფრინდაშვილი რანგით მეორე ლიგის გდინიას „არკაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
ბათუმის „დინამოში“ გატარებული 4 სეზონის შემდეგ გაფრინდაშვილი „ზაგლებიეში“ 2022 წლის ივნისში გადავიდა. მან სადებიუტო სეზონში პოლონეთის ჩემპიონატში 23-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში 26 წლის ქართველს მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა – მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. ამიტომ, მისი განათხოვრება გასაკვირი არაა.
ლაშა თაბაგარი





