საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის, კვიპროსული ტურნეს ფარგლებში, დღეს, დოქსა კატოკოპიას სტადიონზე, ადგილობირვი თანატოლების ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ფრედ – 1:1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსენეს, თუმცა ანგარიშის გათანაბრება 32-ე წუთზე, ნიკოლოზ ელისაშვილის პასით ნიკოლოზ ჩიქოვანმა შეძლო. ჩიტაურის გუნდი
კვიპროსთან მეორე ამხანაგურ მატჩს 18 იანვარს გამართავს.
მატჩის ოქმი – კვიპროსი 1:1 საქართველო
შეგახსენებთ, რომ 17 წლამდე ნაკრები, მარტში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ჩვენი გუნდი – თურქეთს, დანიას და სერბეთს შეხვდება.
ჯგუფის მატჩებს 20-დან, 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ჯგუფების გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი შეძლებს.
ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი
20 მარტი | საქართველო V სერბეთი
23 მარტი | საქართველო V თურქეთი
26 მარტი | საქართველო V დანია





