საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ ესპანეთში შეკრებაზე მყოფი „კარლსრუეს“ რიგებში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
„კარლსრუემ“ ამხანაგურ შეხვედრაში „ნიურნბერგი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ზივზივაძემ ანგარიში 24-ე წუთზე გახსნა, როდესაც მეტოქის კარის წინ გახსნილმა მატანოვიჩის პასი მიიღო და ერთი შეხებით ზუტად დაარტყა.
53-ე წუთზე ზივზივაძემ „ნიურნბერგის“ საჯარიმოში „კედელი“ ნებელთან გაითამაშა, რომლის გადაცემის მერე მატანოვიჩმა თავისი გუნდი დააწინაურა – 2:1. მატანოვიჩმა 76-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 16 მატჩშსსი 5 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





