„მილანმა“ ნახევარმცველი რადე კრუნიჩი სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა, რასაც თურქული კლუბის პრესსამსახური იუწყება. იჯარის ამოწურვის მერე, „ფენერბაჰჩე“ სურვილის შემთხვევაში ბოსნიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს გამოისყიდია.
30 წლის კრუნიჩი „მილანში“ 2019 წლიდან ირიცხება. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 139 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. კრუნიჩს „როსონერისთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. ის ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებში 2016 წლიდან გამოდის და 32 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





