კუხიანიძემ „ზლატე მორავცეს“ მოაგებინა, ახვლედიანი „ზლინში“ ისინჯება

0
48

თბილისის „საბურთალომ“ 6-თვიანი იჯარით სლოვაკეთის „ზალტე მორავცეში“ ფორვარდი იური ტაბატაძე და მარცხენა მცველი გიორგი ჯინჯოლავა გაუშვა. გარდა ამისა, ამ გუნდში ქუთაისის „ტორპედოს“, „სამგურალის“ და „დილას“ თავდამსხმელი სერგო კუხიანიძე ისინჯება.
სეზონის განახლებამდე „ზლატე მორავცე“ ტიპსპორტის ლიგაზე, რომელიც ჩეხური და სლოვაკური გუნდების ტურნირია, ჩეხეთის „ზლინს“ 1:0 აჯობა. ტაბატაძე და ჯინჯოლავა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო კუხიანიძე შეცვლაზე შევიდა და 66-ე წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. „სამტრედიას“ ექსფორვარდი ზვიად ნაჭყებიას, რომელიც „ზლინს“ ცოტა ხნის წინ შეუერთდა, ტრავმის გამო არ უთამაშია. თუმცა, ჩეხური გუნდის სასტარტოში თავდამსხმელმა თორნიკე ახვლედიანმა ითამაშა, რომელმაც გასული სეზონი „სამტრედიაში“ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი