„ტოტენჰემმა“ რუმინეთის ნაკრების მცველი დაიმატა

0
60

ლონდონის „ტოტენჰემმა“ „ჯენოადან“ მცველი რადუ დრაგუშინი შეიძინა, რის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსსახური იუწყება.
რუმინეთის ეროვნული ნაკრების 21 წლის მცველმა ლონდონელებთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. ის ახალ კლუბში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „ტოტენჰემმა“ დრაგუშინის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადა და პლუს 5 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული. „ჯენოამ“ რუმინელი გასულ წელს ტურინის „იუვენტუსიდან“ შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 62 თამაშში 6 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. დრაგუშინს რუმინეთის ეროვნულ გუნდში 2022 წლიდან იწვევენ და 13 შეხვედრა გამართა.
„ტოტენჰემმა“ თავის მხრივ „ჯენოაში“ 23 წლის მცველი ჯედ სპენსი გაუშვა იჯარით, რომლის ამოწურვის მერე, გენუელებს მისი ტრანფერის გამოსყდვის უფლება ექნებათ.
ლაშა თაბაგარი