საბა საზონოვმა ტრავმა მოირჩინა და იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში ითამაშა. „ტორინო“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გამოდის შინ მილანის „ინტერს“ შეხვდა და 0:3 წააგო. საზონოვი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 51-ე წუთზე ტრავმირებული სხარსის ნაცვლად ჩაერთო. მან იტალიაში გადასვლის მერე მესამედ ითამაშა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 59-ე წუთზე ანგარიში მარკუს ტურამმა გახსნა, ხოლო 67-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა მეორე გოლი გაიტანა. ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე წერტილი ჩახანოღლუმ დასვა, რომელმაც პენალტი გაიტანა.
ოთარ კაკაბაძემ ტრავმა მოირჩინა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პოლონეთის ექსტრაკლასაში „კრაკოვიას“ შემადგენლობაში ითამაშა. კრაკოველები სტუმრად „პუშჩას“ დაუზავდნენ (1:1) და საქართველოს ეროვნული ნაკრებისს მცველი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა. „კრაკოვია“ 14 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





