საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნააკრებმა არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტაილანდ დაუპირისსპირდა და 8 უპასუხო გოლი გაიუტანა. მანამდე, რეკორდი 1997 წელს სომხეთთან 7:0 მოგება იყო. მაშინ, ჩვენ გუნდს აწ გარდაცვლილი დავით ყიფიანი ხელმძღვანელობდა.
განვლილ შეხვედრაში კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა. კერძოდ, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე, რეკორდი მფლობელი შოთა არველაძე იყო, რომელმაც ალბანეთთან და ფარერებთან ჰეთ-თრიქი მიითვალა.
მიუხედავად ასეთი ანგარიშისა, სანიოლის შეგირდებმა არაერთი რეალურ საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, რომელთა თუნდავ ნახევრის რეალიზების შემთხვევაში აზიელები კიდევ უფრო დიდი სხვაობით წაგებდნენ.
მატჩის დაწყებამდე, დავით ხარიტონაშვილს, რომელმაც სამსაჯო კარიერას დაასრულა. მადლობის ნიშნად სამასხოვრო საჩუქარი სფფ-ს ვიცეპრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და სფფ-ს სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანლემა ჯუნეტ ჩაქირმა გადასცეს.
შეხვედრის მე-4 წუთზე ჩაკვეტაძემ მოედნის ცენტრიდან რეიდი განახორციელა და დავითაშვილს მისცა პასი, რომელმაც საჯარიმოშსი ერთ მეტოქეს ბურთი ფეხებს შორის გაუტარა, მაგრამ კარგი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. ორ წუთში ხელსაყრელი პოზიციიდან აზიელების კარს ქოჩორაშვილი დაემუქრა და მეკარემ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია, მე-9 წუთზე დავითაშვილმა საჯარიმოს ხაზოდან ბურთი „ცხრიანში“ გაახვია – 1:0.
მე-12 წუთზე დავითაშვილი საჯარიმოში შეიჭრა და მისი დარტყმული ბურთი მეკარემ პირით ხაზს იქით უკუაგდო. კუთხური დავითაშვილმა ჩააწოდა და ლოჩოშვილმა თავით ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა – 2:0.
24-ე წუთზე ტაილანდელმა მცველმა მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკთა, რომელიც დავითაშვილმა ჩაჭრა, მაგრამ ვერ გაიტანა, სამაგიეროდ მიქაუტაძემ აიღო ცარიელი კრი – 3:0.
30-ე წუთზე ჩაკვეტაძე-შენგელია-მიქაუტაძის სამსვლიანი „აიაქსის“ ფორვარდმა დარტყმა დაასრულა, მაგრამ მეკარემ ბურთი ხელებში დაიჭირა. 36-ე წუთზე ჩაკვეტაძემ მარცხენა ფლანგზე გააყოლა ბურთი შენგელიას, რომლის ჩაწოდების მერე ქოჩორაშვილს გოლის გასატანად ცოტა დააკლდა.
ერთ წუთში მარჯვენა ფლანგიდან ლობჟანიძის პასის მერე, მიქაუტაძემ ერთი შეხებით ბურთი კარში გადაგზავნა – 4:0. 41-ე წუთზე ჩაკვეტაძემ დაიწყო იერიში, რომელიც მიქაუტაძემ გააგრძელა და მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა გარე ტერფით დაარტყა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა ვიდრე კარში აღმოჩნდებოდა 5:0, 44-ე წუთზე მარჯვნიდან მექვაბიშვილის გადაცემის მერე, დავითაშვილმა დუბლი მიითვალა – 6:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში ტაილანდელმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში მიქაუტაძე წააქცია და დაზარალებულმა პენალტი თავად გამოუყენა – 7:0. ამ გოლიდან ცოტა ხანში კვარაცხელიამ ხელსაყრელი პოზიციიდან კარგად ვერ დაარტყა და მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. 66-ე წუთზე ალთუნაშვილის პარის შემდეგ, კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული გოლი გაიტანა – 8:0.
დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს ანგარიშში სხვაობის გაზრდა კიდევ შეეძლო. კარგი მომენტი გააცუდა ალთუნაშვილმა, ხოლო ზივზივაძეს თავის გამოჩენა რამდენჯერმე შეეძლო, თუმცა დამამთავრებელ ფაზაში ვერ უვარგა. არადა, პარტნიორებიც ცდილობდნენ, რომ ის დასარტყმელ პოზიციაზე გაეყვანათ, რამდენიმე ეპიზოდში კვარაცხელიამ თავად არ დაარტყა და გადაცემა ზივზივაძეს გაუკეთა.
ერთი საგოლე მომენტი ტაილანდელებმაც შექმნეს, როდესაც მათი ფეხბურთელი ლორიასთან პირისპირ გავიდა და გვერდი აუარა, მაგრამ გურამ კაშია წამოეწია, რომელმაც ვარდნაში აზიელს ბურთი აართვა.
კვარაცხელიას დუბლის შესრულება შეეძლო, როცა მეკარესთან მარტო დარჩა და შეეცადა ბურთი თავს ზემოთ ოსტატურად გადაეგდო, რაც არ გამოუვიდა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს ევრო 2024-0ს შესარჩევ ციკლში მიხეილ მესხის სახელობის სტადიოზნე კვიპროსთან ჩაატარებს, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება.
საქართველო – ტაილანდი 8:0 (6:0)
12 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საქართველო: ლორია; კვერკველია (კ) (კაშია 58), გელაშვილი, ლოჩოშვილი; ლობჟანიძე, ქოჩორაშვილი (ალთუნაშვილი 46), მექვაბიშვილი, შენგელია (აზაროვი 74); ჩაკვეტაძე (სიგუა 58), დავითაშვილი (ზივზივაძე 46); მიქაუტაძე (კვარაცხელია 58)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
ტაილანდი: პათომაკაკული; კამანი, დოლა, პრაისუვანი (კარინი 74); დო, სუკიტამაკული, პომფანი (აუტრა 46), ფალა (ბერგი 87); პრომსრიკაევი (დევისი 74), პეოიფაი (ლაპტრაკული 46), თოდსანიტი (ბურაფა 46)
მთავარი მწვრთნელი: ალეხანდრე პიოლკინგი (ბრაზილია)
გოლები: 1:0 დავითაშვილი (9), 2:0 ლოჩოშვილი (12), 3:0 მიქაუტაძე (24), 4:0 მიქაუტაძე (37), 5:0 მიქაუტაძე (41), 6:0 დავითაშვილი (44), 7:0 მიქაუტაძე (56, პენ), 8:0 კვარაცხელია (66)
გაფრთხილება: დევისი (75), აზაროვი (79)
მთავარი მსაჯი: როჰიტ საგი (ნორვეგია)





