უეფამ რუსები ისევ მოკვეთა

0
48

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გააუქმა თავისივე გადაწყვეტილება, რომლის თანახმად რუსეთის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებში დაუშვეს.
უეფას ინფორმაციით, ტექნიკური გადაწყვეტილბა, რომლის თანახმად რუსი ჭაბუკები საერთაშორისო დონეზე ითამაშებდნენ ვერ მოიძებნა.
26 სექტემბერს უეფამ რუსი 17-წლამდელები თავისი ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში დაუშვა და მათ მატჩები ნეიტრალური მოედანზე, როგორც ჰიმნის, ასევე დროშის გარეშე უნდა ჩაეტარებინათ.
თუმცა, უკრაინამ, ინგლისმა, პოლონეთმა. ლატვიამ, შვედეთმა, დანიამ, ნორვეგიამ და ლიეტუვამ რუსებთან თამაში იუარეს.
შეგახსენებთ, რომ ფიფამ და უეფამ რუსეთისმამაკაცთა და ქალთა ნაკრებები ყველა ტურნირებიდან 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის მერე მოკვეთა.
შეგახსენებთ, რომ უეფას აღმასკომის წევრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიცაა.
ლაშა თაბაგარი