კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტური მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართული ცენტრალური შეხვედრით დასრულდა, რომელშიც თბილისის „საბურთალომ“ ახალი თავკაცის გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით ლიდერი ბათუმის „დინამო“ მიიღო.
მატჩი დაძაბული, მაგრამ ნაკლებად სანახაოებრივი აღმოჩნდა. სახიფათო მომენტებიც თითზე ჩამოსათვლელი იყო და ფეხბურღთელები არც ხისტ თამაშს ერიდებობდნენ, რის დასტურიც მთავარი მსაჯის მაკურ ნინუას მიერ ნაჩვენები 7 ყვითელი ბარათია. საბოლოოდ, ფრე ლოგიკური შედეგია.
პირველი ტაიმში გამოსარჩევი ბათუმელთა ნახევარმცველის ირაკლი ზარიას დარტყმა იყო, როდესაც საჯარიმოს გარედან კარისკენ ძლიერად გაგზავნილი ბურთი ლაზარე კუპატაძემ ნახტომში კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმის შუაწელში ისევ კუპატაძემ იყოჩაღა, როდესაც პაატა ღუდუშაურის თავური გაანეიტრალა.
ამის შემდეგ თავის გამოჩენის საშუალება სირილ ჩამბას ჰქონდა, როდესაც გრიგოლ ჩაბრაძემ უკან ძალიან ცუდად დაუბრუნა ბურთი პარტნიორს და კამერუნელი ფორვარდი როინ კვასხვაძესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ აფრიკელმა „დინამოს“ მეკარეს ვერ აჯობა. ცოტა ხანში, „საბურთალოს“ კონტრშეტევის დროს ჩამბა შეეცადა შორი მანძილიდან ბურთი თავს ზემოთ გადაეგდო კარიდნ წინ გამოსული კვასხვაძისთვის, რაც ვერ მოახერხა. დარჩენილ დროში საინტერესო არაფერი მომხდარა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ ბათუმელებს 63 ქულა აქვთ და 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობენ – მეორეადგილოსან თბილისის „დინამოს“ 8 ქულით ასწრებენ. „საბურთალო“ 46 ქულით მესამე ადგილზე დაბრუნდა.
საბურთალო 0:0 დინამო ბთ
გიორგი მიქაძის წასვლის მერე, „თელავმა“ პირველივე თამაში დიდი ანგარიშით წააგო. ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე „გაგრასთან“ სათამაშოდ კახელები მეკარეების დამრიგებელმა თამაზ ოდიკაძემ გაიყვანა და სტუმრებმა 4 გოლი გაუშვეს ერთი გატანილის საპასუხოდ.
მასპინძლებიდან მე-15 წუთზე ანგარიში თორნიკე ჯანგიძემ გახსნა, ხოლო 32-ე წუთზე საბა მამაცაშვილმა გიორგი ონიანის გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 72-ე წუთზე თავი გიორგი ივანიაძემ გამოიჩინა. 87-ე წუთზე ტომელინ გუტიერიმ ავტოგოლი მიითვალა. „თელავიდან“ ერთადერთი გოლი გუნდის საუკთესო ბომბარდირის ირაკლი რუხაძის ანგარიშზეა, რომელმაც მოწინააღმდეგის კარი 89-ე წუთზე აიღო. “თელავი” 31 ქულით მეშვიდეა, ხოლო “გაგრა” 26 ქულით მერვეა.
გაგრა 4:1 თელავი
ლაშა თაბაგარი




