„სანტოსის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დიეგო აგირე დაითხოვეს. 58 წლის ურუგვაელი სპეციალისტი ბრაზილიურ გუნდს მიმდინარე წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა.
აგირეს ხელმძღვანელობით „სანტოსმა“ 5 მატჩიდან 4 წააგო და 1 მოიგო, რის გამო, მწვრთნელის დათხოვნა გასაკვირი არაა.
23 ტურის შემდეგ „სანტოსს“ 21 ქულა აქვს და ბრაზილიის ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.
