პარკაძის სადებიუტო შეხვედრა ავსტრიაში

0
2

ლუკა პარკაძემ ავსტრიის „ადმირას“ შემადგენლობაში ავსტრიის მეორე ბუნდესლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
მე-7 ტურში „ადმირა“ სტუმრად „ფლორისდორფერს“ შეხვდა და 2:3 წააგო. 18 წლის პარკაძე სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 2:2 იყო.
ახალგაზრდა ქართველ შემტევ ნახევარმცველს მიუნხენის „ბაიერნთან“ 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და „ადმირაში“ ერთი სეზონითაა განათხოვრებული.
„ადმირა“ 11 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი