ივა გელაშვილს იტალიის სერია B ზედიზედ მეორე მატჩის ჩატარების საშუალება არ მისცეს. 22 წლის ქართველი მცველის დებიუტი მე-4 ტურში შინ „კომოსთან“ 0:1 წაგებულ მატჩში ჩადგა, სადაც ის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და სახის ტრავმის გამო პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.
მე-5 ტურში „სპეცია“ გასვლაზე „ვენეციას“ შეხვდა და 0:1 წააგო. გელაშვილი განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერად მოედანზე არცერთი წუთი შესულა,
„სპეციას“ ძალიან ცუდი სტარტი აქვს და 1 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
