კაილ უოკერმა „მანჩესტერ სიტისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ინგლისის ეროვნული ნაკრების 33 წლის მცველმა მანჩესტერელებთან ხელშეკრუება 2026 წლის ზაფხულამდე დადო.
„სიტიმ“ უოკერი 2017 წლის ივლისში „ტოტენჰემიდან“ 45 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 260 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
უოკერმა „სიტისთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგა 5-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თსი 2-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 4-ჯერ, ინგლისის სუპერთასი 2-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი თითოჯერ მოიგო.
