ევრო 204-ის შესარჩევ ციკლში თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ესპანეთთან 1:7 განადგურების მერე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ აღნიშნა, რომ მოედანზე გასული ფეხბურთელიდან განვლილ თამაშში თავისი ქვეყნის მაისურის ტარებას არცერთი იმსახურებდა.
გურამ კაშია: “ბევრი რამ არ არის შესაფასებელი. 1:7-ს რომ წააგებ ნაკრების მაისურით, გულდასაწყვეტია. გული მწყდება, რომ გულშემატკივარს იმედი გავუცრუეთ. არცერთი ფეხბურთელი ვინც დღეს მოედანზე იყო, არ ვიმსახურებდით ნაკრების მაისურით თამაშს. ძალიან მაინტერესებს მომდევნო მატჩს როგორ ვითამაშებთ.
თითოეულმა ფეხბურთელმა, რომელიც ითამაშებს შემდეგ თამაშს, ხასიათი უნდა გამოავლინოს. დღეს ყველანი ძალიან სუსტები ვიყავით, როგორც კაპიტანი ვგრძნობ პასუხისმგებლობას უფრო მეტს, მაგრამ ყველამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს პრობლემა, ვინც ვითამაშეთ, ყველანი პასუხისმგებელია ამ თამაშზე“/
