„ტორპედომ“ მესამე ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა

0
37

ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შინ ყაზახეთის „აქტობეს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ყაზახებმა პირველი სახიფათო მომენტი მატჩის დასაწყისში შექმნეს, როდესაც ბაიტანმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და კლიაიჩმა ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მე-14 წუთზე, გიორგი არაბიძემ მეტოქის ნახევარზე მარჯვენა ფრთიდან ცენტრისკენ შეიწია და პასი მეტოქის საჯარიმოშ მყოფ ლაშა შერგელაშვილს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა და ხელსაყრელი პოზიციიდან ცუდად დაარტყა.
34-ე წუთზე, „აქტობეს“ კონტრშეტევის დროს ქუთაისელთა საჯარიმოში შერგელაშვილი ელდერს ფეხებში ჩაუვარდა და ბურთი მოიგერია, რის შემდეგ ბრაზილიელს ცოტნე ნადარიაა შეეჯახა და სტუმრების ფორვარდი წაიქცა. მსაჯმა საკმაოდ საკამათო ვითარებაში პენალტი დანიშნა, რომელიც კასიმიმ შეასრულა და კლიაჩი ბურს კი მიწვდა, მაგრად ქუთაისელები გოლის გაშვებისგან ვერ იხსნა.
41-ე წუთზე არაბიძემ მარჯვენა ფლანგიდან „მოჭრილი“ პასი ყაზახების კარის შორეულ ძელთან გახსნილ ფანცულაიას გაუკეთა, ხოლო მეკარე პოკატილოვმა ცუდად მოიგერია ბურთი, რომელსაც ვარდნაში ირაკლი ბუღრიძე ვერ მიწვდა.
ტაიმის მიწურულს მარცხენა ფრთიდან ბაიტანა გადაცემა მასპინძლების საჯარიმოშ გააკეთა, სადაც ვარდნაში შერგელაშვილმა ბურთი ვერ მოიგერია და შეცდომა დაუშვა, ხოლო რაიჩკოვიჩმა ანგარიში ორამდე გაზარდა.
58-ე წუთზე ქუთაისელთა იერიშის დროს, არაბიძემ მარცხენა ფლანგიდან „აქტობეს“ საჯარიმოში გახსნილი ბუღრიძე მოძებნა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად არაზუსტად დაარტყა და გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
68-ე წუთზე ყაზახების ქართველი მცველი ლუკა გადრანი, რომელიც თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ფორვარდ ფანცულაიასთან შეჯახების დროს დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
73-ე წუთზე გიორგი ქობულაძემ თავის ნახევარზე ბურთი ძალიან ცუდად დაუბრუნა მეკარეს და უნებლიედ პასი ფილიპოვიჩს გაუკეთა, რომელმაც კარის წინ მარტო მდგომი სამოროდოვი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი „ტორპედოს“ კარი მესამედ აიღო – 0:3. 77-ე წუთზე ელდერს ანგარიშში სხვაობის კიდევ უფრო გაზრდა შეეძლო, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა.
89-ე წუთზე არაბიძემ ბურთი „აქტობეს“ ნახევარზე მარჯვენა ფლანგზე მიიღო და მას მერე რაც სამ მოწინააღმდეგს გაცდა, საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ნიაკ სანდოხაძის არცთუ კარგი პასის შემდეგ გიორგი ქობულაძის მისამართით, ფილიპოვიჩმა ბურთი ჩაჭრა და საჯარიმოში შესულმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ტორპედო“ საპასუხო მატჩს აქტობეში 3 აგვისტოს ჩაატარებს.
„ტორპედო“ (ქუთაისი) – „აქტობე“ 1:4 (0:2)
27 ივლისი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
„ტორპედო“:
 კლიაიჩი; მონტეირო, სანდოხაძე, ნადარაია; ქობულაძე, აკბარი, გიგაური, შერგელაშვილი (კეიკე 46); არაბიძე, ბუღრიძე (ნეტი 78); ფანცულაია (კაბალიერო 83).
მთავარი მწვრთნელი:
სტივ კინი.
„აქტობე“:  პოკატილოვი; კასიმი, იაშინი, გადრანი (კიბარაი 71); ტანჟარიკოვი, რაიჩკოვიჩი, სტრუმია, შომკო; სამოროდოვი (უმაევი 80), ელდერი (ჟუმაბეკი 78), ბაიტანა (ფილიპოვიჩი 71).
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი კარპოვიჩი.
გოლები: 0:1 კასიმი (34, პენ), 0:2 რაიჩკოვიჩი (43). 0:3 სამოროდოვი (73), 1:3 არაბიძე (89), 1:4 ფილიპოვიჩი (90+3).
გაფრთხილებასამოროდოვი (45), გიგაური (45), ბუღრიძე (45), იაშინი (45), ტანჟარიკოვი (47),, არაბიძე (56,  რაიჩკოვიჩი (81).
მთავარი მსაჯი:
ჯონათან ლარდო (ბელგია)
ლაშა თაბაგარი.