კვეკვესკირი „ლეხის“ განაცხადს მიღმა

0
38

პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც ნიკა კვეკვესკირი გამოდის, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ლიეტუვას „კაუნო ჟალგირისს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი პოლონური გუნდის განაცხადში არ იყო. მას არც პოლონეთის ჩემპიონატის პირველ ტურში უთამაშია, როდესაც სათადარიგოთა სკამზე ყოფნა აკმარეს.
ამ გუნდებს შორის საპასხუო თამაში ლიეტუვაში 3 აგვისტოს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი