„დილამ“ ბოლომდე ვერ გაძლო

0
83

გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩში პოლონეთის ქალაქ ტიხში უკრაინულ პოლტავის „ვორსკლასთან“ ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ დამარცხდა.
უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის მერე, 57-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გორელმა ფეხბურთელმა პასი საჯარიმოში გააკეთა, სადაც უკარაინელმა ლეგიონერმა მიკოლა კოვტალიუკმა მცველს დაასწრო და ერთი შეხებით ანგარიში გახსნა.
73-ე წუთზე პოლტაველებიდან „დილას“ კარი ბრაზილიელმა ლეგიონერმა ფელიპე როდროგესმა აიღო, რომელმაც დაცვის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა თავისი შანსი გამოიყენა.
90-ე წუთზე მასპინძელთა მოთამაშე გორელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და კუჩერენკომ მისი დარტყმული ბურთი მოიგერია, რომელიც მალელმა იბრაჰიმ კანეს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი ეფექტური გოლი გაიტანა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს შეგირდები საპასუხო შეხვედრას 3 აგვისტოს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ.
„ვორსკლა“ (პოლტავა) –„დილა“ (გორი) 2:1 (0:0)
27 თებერვალი: ტიხი. სტადიონი „მიეჟსკი“.
„ვორსკლა“:
ისენკო; პერდუტა, ჩესნაკოვი, ტიაგო სანტანა (კრიპჩუკი 83), კრუპსკი; ფელიპე როდრიგესი, პავლიუკი, იურჩენკო (ნესტერენკო 74), კანე; სტეპანიუკი, ჩელიადინი (სკლიარი 74)
მთავარი მწვრთნელი:
ვიქტორ სკრიპნიკი.
„დილა:“კუჩერენკო, ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, თევზაძე, ვანდერსონ სილვა; ჟან ვიქტორი (ანდრონიკაშვილი 69), ალეფ სანტოსი, ფარულავა (სარდალიშვილი 69); გომისი (კუხიანიძე 80), კოვტალიუკი, გეილი (მზვაკალი (74)
მთავარი მწვრთნელი:
ანდრეი დემჩენკო.
გოლები: 0:1 კოვტალიუკი (57), 1:1 ფელიპე როდრიგესი (73), 2:1 კანე (90).
გაფრთხილება: ჩესნაკოვი (34), ფელიპე როდრიგესი (38), თევზაძე (56), პავლიუკი (90) კოვტალიუკი (90).
მთავარი მსაჯი: ნიკოლა პოპოვი (ბულგარეთი).
ლაშა თაბაგარი