კვარაცხელიას ტაიმი სპალთან

0
19

ხვიჩა კვარაცხელიამ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში „ნაპოლიში“ პირველი მატჩი ჩაატარა. ახალი მთავარი მწვრთნელის რუდი გარსიას ხელმძღვანელობით იტალიის მოქმედი ჩემპიონი დიმაროში სერია C-ს წარმომადგენელ სპალს ფრეზე გაეყარა – 1:1.
საქართველსო ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. ხვიჩას გოლი არ გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია. თუმცა, 54-ე წუთზე ოსიმენის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფი კვარაცხელიას მიერ დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
სპალმა ანგარიში 63-ე წუთზე პულეტოს დარტყმის შემდეგ გახსნა, ხოლო 73-ე წუთზე სამბუ ანგისამ წონასწორობა აღადგინა.
ნეაპოლელები 25 ივლისს ამხანაგურ შეხვედრას თურქეთის „ჰათაისფორთან“ ჩაატარებენ, სადაც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი – საბა ლობჟანიძე და გიორგი აბურჯანია გამოდიან.
კვარაცხელიამ სaდებიუტო სეზონში სერია A-ში 34-ჯერ (30-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და 12 გოლი გაიტანა, პლუს 10 საგოლე პასი გააკეთა. მან ჩემპიონთა ლიგაში 9 მატჩი გამართა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო, ხოლო 4-თანაგუნდელებს გაატანინა. გარდა ამისა, კვააცხელიამ ყველა ტურნირში 4 პენალტი გამოიმუშავა. ის სერი A-ს საუკეთესო მოთამაშე და ასისტენტი გახდა. ამასთანავე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.
ლაშა თაბაგარი