დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭსიტრის შემდეგ, კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეების ვინაობა გაირკვა.
თუ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამო” მალტის “ჰამრუნ სპარტანსს” ორმატჩიან დაპირისპირებაში აჯობებს, მაშინ უნგრეთის “ფერენცვაროშსა” და ირლანდიის “შემროკ როვერსს” შორის გამარჯვებულთან იპაექრებს.
გორის “დილა” უკრაინულ პოლტავის “ვორსკლას” ბარიერის გავლის შემთხვევაში კვიპროსის აპოელს და სერბეთის “ვოევოდინას” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ქუთაისის “ტორპედო” თუ ყაზახეთის “აქტობეს” თუ ტურნირიდან გამოთიშავს, მე-3 ეტაპზე ბულგარეთის სოფიის “ლევსკისა” და რუმინეთის “სეპსის” შორის მოგებულს ეთამაშება.
მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 10 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 17 აგვისტოს.





