„მანჩესტერ იუნაიტედი“ ონანაში „ინტერს“ 55 მილიონს გადაუხდის

0
81

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და მილანის „ინტერი“ მეკარე ანდრე ონანას ტრანსფერზე გუშინ საღამოს საბოლოოდ შეთანხმდნენ.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, კამერუნელ ფეხბურთელში მილანელები 51+4 მილიონ ევროს მიიღებენ.
ცოტა ხნის წინ, ონანა მანჩესტერელებს პირადი კონტრაქტის დეტალებზე მოელაპარაკა და 2028 წლამდე გააფორმებს  ხელშეკრულებას, რომლის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაა შესაძლებელი.
ჯერ გადაწყვეტილი არაა ონანა ახალი კლუბისთვის სამედიცინო შემოწმებას როგორო გაივლის – ამისთვის ის ან მანჩესტერში ჩავა ან კიდევ სხვა ქალაქში. ამის შემდეგ 27 წლის მოთამაშე „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდება, რომელიც ახალი სეზონისთვის აშშ-ში ემზადება.