საუდის არაბეთის „ალ ნასრის“ თავდამსხმელი და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ საერთაშოშიროს დონეზე თამაშის დასრულებას არ გეგმავს.
„ჩემი მომავალი პორტუგალიის ნაკრებში? მე დასამტკიცებელი ყოველთვის რაღაც მაქვს. როდესაც დასსამტკიცებელი არაფერია, ეს სულიერი სიკვდილის მიმანიშნებელია. ყოველ წელს ყოველთვის რაღაც დასამტკიცებელი მაქვს. ვამტკიცებ, რომ შემიძლია 38 წლის ასაკში მისაბაძი მაგალითი ვიყო და სასარგებლო რამ გავაკეთო. რა კონკრეტულად? გოლები, გადაცემები, შესარჩევ ტურნირში კარგი მონაწილეობა, კარგი ევროპის ჩემპიონატი.
ვაპირებ იმის კეთებას რასაც ვაკეთებდი 21-წლიანი კარიერის განმავლობაში – ფეხბურთით ტკბობას. თავს ჯერ კიდევ საჭირო და მნიშვნელოვან ფიგურად ვგრძნობ. ვაგრძელებ სიამოვნების მიღებას ფეხბურთისგან, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს“ – იუწყება რონალდუს ნათქვამს პორტუგალიური გამოცემა Record.





