ლონდონის „არსენალმა“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ იურიენ ტიმბერი შეიძინა. ინგლისურმა კლუბმა 22 წლის ნიდერლანდელ მცველთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის დეტალები არ ხმაურდება.
„აიაქსმა“ ტიმბერის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო კიდევ 5 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული.
ტიმბერი „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია და პირველი გუნდში 2019 წლიდან გამოდიოდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 121 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ახალგაზრდა უკანახაზელმა ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში 2021 წლიდან დღემდე 15 მატჩი ჩაატარა.





