გორის „დილას“ მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოს მიაჩნია, რომ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად სლოვაკეთის „დუნაისკა სტრედასთან“ ჩატარებული პირველი მატჩის ბედი ორმა შეცდომამ გადაწყვიტა.
ანდრეი დემჩენკო: ,,მაღალი დონის მეტოქეს ვეთამაშეთ. ეს იყო მატჩი რომლის მსგავსი, ჩვეულებრივ, საქართველოში ნაკლებად გვაქვს. ორი შეცდომა დავუშვით და მასპინძლებმა კონტრშეტევების შედეგად გაიტანეს.
ვცდილობდით, ჩვენი ძალა ფლანგებზე გამოგვეყენებინა. საპასუხო მატჩში ყველაფერს გავაკეთებთ შემდეგ ეტაპზე გასასვლეsლად”.
„დილა“, რომელმაც „დუნაისკა სტრედასთან“ 1:2 წააგო, საპასუხო შეხვედრას გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 20 ივლისს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





