„კასპიიმ“, რომლის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, ხოლო ზამთარში გუნდს ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური და თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია დაემატნენ, ყაზახეთის პრემიერლიგის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო.
„კასპიიმ“ მეორე ტურში „ტობოლი“ მიიღო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაშვებული ერთადერთი გოლის გამო დამარცხდა. ჯიღაური და ფანცუალაია სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ – პირველი 77-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე 87-ეზე.
„ატირაუმ“ „ქაისარი“ მიიღო და 2:1 სძლია. დამარცხებულთა სათადარიგო შემადგენლობაში ფორვარდი გიორგი ბუხაიძე იყო, რომელსაც არ უთამაშია.
„ყიზილჟარმა“ „მაქთაარალს“ უმასპინძლა და 1:0 აჯობა. მასპინძლები სასტარტოში ლუკა იმნაძა მოხვდა, რომელიც 83-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო თამაზ მაქაცარიას თადარიგში ყოფნა აკმარეს.




