ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, კონფერენს ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში შვეიცაარიის „ბაზელს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ აგებდა, ფრე მაინც გაახერხა.
სლოვაკების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების კაპიტანი გუალ კაშია და შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა. ამ უკანასკნელს გამთამაშებლის ფუნქცია დააკისრა. ჯაბა კანკავას დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.
კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ჩაკვეტაზე 78-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი პირველ ტაიმში არაფერით გამორჩეულა, ხოლო მეორეში უფრო აქტიური იყო, მაგრამ ქართველი გულშემატკივები ბუნებრივია მისგან უფრო მეტს ელოდებიან.
შეხვედრის მე-6 წუთზე ანგარიში ამდაუნიმ გახსნა, ხოლო მედვედევმა მე-17 წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. მე-40 წუთზე ზექირიმ შვეიცარიელები კიდევ ერთხელ დააწუნაურა, მაგრამ ამდაუნიმ 70-ე წუთზე თავით მასპინძლების კარი აიღო და სლოვაკებს შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი დაუტოვა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ბრატისლავაში 16 მარტს ჩატარდება.




