პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა კატარის დედაქალა დოჰას ერთ-ერთ კლინიკაში მარჯვენა კოჭზე ოპერაცია გაიკეთა, იუწყება ფრანგული გამოცემა L`Equipe.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ტრავმა საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში 19 თებერვალს „ლილთან“ (4:3) მატჩში მიიღო.
ნეიმარი გუნდთან ერთად ვარჯიშს 3-4 თვეში განაახლებს. მან მიმდინარე სეზონში პარიზელთა მაისურით ყველა ტურნირში 29 მატჩი ჩაატარა და 18 გოლის გატანის გარდა, 17 საგოლე პასი გააკეთა.




