საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, მარტის საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს – ბულგარეთის და ლატვიის ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ გამართავს.
ბულგარეთის 21-წლამდე ნაკრებს, რამაზ სვანაძის გუნდი 22 მარტს დაუპირისპირდება, ხოლო 26 მარტს გასამართ მეორე ამხანაგურ მატჩს, ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ორივე შეხვედრას თურქეთის ქალაქი – ბელეკი უმასპინძლებს. რეპორტაჟებთან და მატჩების გარშემო სხვა ტიპის დეტალებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
22 მარტი – ბულგარეთი V საქართველო
26 მარტი – ლატვია V საქართველო




