გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში მე-4 გოლი გიტანა. აპოელმა, სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლაშა დვალთან და ბუბა დაუშვულთან ერთად გამოდის, შინ „ნეა სალამინას“ 3:0 აჯობა.
ქვილითაიამ გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და 55-ე წუთზე მეტოქის კარი აიღო, როდესაც მასპინძელთა ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ მეკარის მოგერიებულ ბურთს თავით დაამატა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს. საქართველსო ეროვნული გუნდის მცველმა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო დაუშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ქვილითაიამ ჩემპიონატში ჩატარებულ 20 შეხვედრაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა, ხოლო თასის 2 შეხვედრაში მეტოქეები 3-ჯერ დაამწუხრა. მან აპოელთან შეხვედრამდე ბოლოს თავი 3 თებერვალს „აპოლონთან“ გამოიჩინა.
აპოელი 39 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
საბერძნეთის სუპერლიგის 25-ე ტურში “პანეტოლიკოსი” ათენში “პანათინაიკოსთან” 0:2 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა. “პანეტოლიკოსი” 28 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.





