საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

0
44

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ კეჩკემეტში უნგრელებთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 88:89 დამარცხდა.
მასპინძლები მატჩის დასაწყისიდან დაწინაურდნენ და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიში ერთადერთხელ გაათანაბრა (82:82). აღსანიშნავია, რომ უნგრელებმა 13 სამქულიანი ჩააგდეს.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ქულა თორნიკე შენგელიამ (19), გიორგი შერმადინა (18) და დუდა სანაძემ (16) დააგროვეს, ხოლო კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე 10 ქულაა.
განვლილ მატჩში ქართველებს ტრავმის გამო მიხეილ ბერიშვილი დააკლდათ, ხოლო სანდრო მამუკელაშვილი ოჯახური პირობების გამო თბილისში დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებში გიორგი ცინცაძემ ითამაშა, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა.
უნგრეთი – საქართველო 89:88(31:24, 16:18, 21:19, 21:27).
საქართველო: მაკფადენი (4), ცინცაძე (5), სანაძე (16), შენგელია (19), შერმადინი (18); ანდრონიკაშვილი, ჯინჭარაძე (10), ბურჯანაძე (9), ბოქოლიშვილი (3), ბექაური (2), ლონდარიძე (2).
ზუროსის შეგირდები უნგრეთთან 6 აგვისტოს მეორე შეხვედრას ჩაატარებენ, რომელსაც უფრო სავარჯიშო ხასიათი ექნება და გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.