ყაზახეთში ტაბატაძემ გაიტანა, აზერბაიჯანში – ერგემლიძემ

0
20

„აკჟაიკის“ ახალწვეულმა თომა ტაბატაძემ ყაზახეთის თასის ჯგუფურ ეტაპზე მორიგი გოლი გაიტანა. ურალსკელები შინ „ქაისარს“ შეხვდა და მატჩი 2:2 დასრულდა. ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, როდესაც საჯარიმოში მყოფმა პარტნიორსგან პასი მიიღო და ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა. მან ყაზახეთის თასზე 5 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. „აკჟაიკის“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ლუკა იმნაძე განაცხადში არ იყო.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის პირველ ტურში განჯის „ქიაფაზმა“, რომელშიც 3 ქართველი ფეხბურთელი გამოდის, შინ „ზირესთან“ 1:2 დამარცხდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში მიხეილ ერგემლიძემ გახსნა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა მარცხენა ფეხით ძალიან ეფექტურად შეასრულა. ის გასულ სეზონში „საბაჰში“ გამოდიოდა, ხოლო „ქიაფაზში“ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ გადავიდა. მის მსგავსად განჯელებში გიორგი ქანთარიამ და მათე კვირკვიამ შეუცვლელად ითამაშეს.