თბილისის „ლოკომოტივს“ ოთხი ახალწვეული ჰყავს, რომელთა შორის ორი ნიდერლანდელია.
კერძოდ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში სეზონის მეორე ნახევარში „ლოკომოტივის“ ღირსებას ლიბან აბდულაპი და ფაბიან დერიკ კიზიტო დაიცავენ.
მათ გარდა, ნიდერლანდელი ჯოვ ვან ლუნის გაწვრთნილ გუნდს კახა კახაბრიშვილი და ბიძინა მახარობლიძე დაემატნენ.








