„ჩელსიმ“ „ბარსელონას“ ყოფილი მცველი იყიდა

0
45

ლონდონის „ჩელსიმ“ „ბრაიტონიდან“ მცველი მარკ კუკურელია შეიძინა. ლონდონელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 24 წლის ესპანელმა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მისი ტრანსფერი 65,3 მილიონ ევროდაა შეფასებული. კუკურელიას ტრანსფერი „ბრაიტონის“ არსებობის ისტორიაში სარეკორდო აღმოჩნდა.
კუკურელიამ კარიერა „ბრაიტონში“ დაიწყო. შემდეგ, ის „ეიბარში“ და „ხეტაფეში“ გამოდიოდა, ხოლო „ბრაიტონში“ 2021 წელს ჩაირიცხა. მას ესპანეთის ეროვნულ გუნდში ერთხელ უთამაშია.