გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩშ გასვლაზე კიევის „დინამოსთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, კიეველებმა მეტოქე პოლონეთის ქალაქ ლოძში მიიღეს. „დინამოდან“ ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე კარავაევმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კიტეიშვილი ტრავმის გამო ავსტრიელების განაცხადში ისევ არ იყო. მისი მოედანზე დაბრუნების დრო ჯერ უცნობია. ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 9 აგვისტოს გრაცში შედგება.





