ვეინალდუმი „რომაში“ ითამაშებს

0
26

ჟორჟინიო ვეინალდუმი პსჟ-დან „რომაში“ გადავიდა, რის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების 31 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.
ვეინალდუმი პსჟ-ში შარშან „ლივერპულიდან“ გადავიდა, სადაც 5 სეზონი გაატარა. მან პარიზელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 38 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.