ურუგვაიმ, არგენტინამ, ჩილემ და პარაგვაიმ მუნდიალის ჩატარებაზე განაცხადი შეიტანეს

0
19

ურუგვაიმ, არგენტინამ, ჩილემ და პარაგვაიმ მსოფლიო 2030 წლის ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს.
2 აგვისტოს ურუგვაის დედაქალა მონტევიდეოში მდებარე სტადიონ „სენტენარიოს“ ფეხბურთის მუზეუმში ნახსენები ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა მუნდიალის გამართვის თაობაზე განაცხადი ოფიციალურად წარმოადგინეს.
ურუგვაის, არგენტინას, ჩილეს და პარაგვაის კონკურენცია ესპანეთი-პორტუგალიასთან მოუწევთ. მსოფლიო პირველობის მასპინძელი 2024 წელს ფიფას 74-ე კონგრესზე გაირკვევა.
1930 წელს ურუგვაიმ მსოფლიოს პირველ ჩემპიონატს უმასპინძლა. 1962 წელს მუნდიალი ჩილეში შედგა, ხოლო 1978 წელს – არგენტინაში. პარაგვაიში ტურნირი არ გამართულა.