გუგეშაშვილის „ყარაბაღმა“ შინ ხარაიშვილის „ფერენცვაროშს“ ვერ აჯობა

0
59

აგდამის „ყარაბაღმა“, რომლშიც მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ირიცხება, უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე შინ „ფერენცვაორიში“ ვერ დაამარცხა, სადაც გიორგი ხარაიშვილი გამოდის.
ბაქოში გამართული შეხვედრის 28-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში კოტ დივუარელმა თავდამსხმელმა ფრანკ ბოლიმ გახსნა. აზერბაიჯანელებმა საპასუხო ბურთი ხუთ წუთში გაიტანეს და თავი განელმა ფორვარდმა „ოვუსუმ“ გამოიჩინა.
გუგეშაშვილი „ყარაბაღის“ სათადარიგოთ სკამზე იყო, მაგრამ არ უთამაშია. ხარაიშვილი, რომელიც უნგრულ კლუბში 2020 წელს გადავიდა, განაცხადში ვერ მოხვდა. მას ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა და „ფერენცვაროშში“ 2020-2021 წლების სეზონში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა. 26 წლის ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა და სათადარიგოთა გუნდშიც ითამაშა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში ბუდაპეშტში 9 აგვისტოს ჩატარდება.