პოლონეთის „რაკუვმა“, რომელშიც ვაკო გვილია გამოდის, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში შინ ყაზახეთის „ასტანა“ 5:0 გაანადგურა. პირველი მატჩის მსგავსად, რომელიც „რაკუვმა“ სტუმრად 1:0 მოიგო, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გვილია განაცხადში არ იყო.
„ლიეპაიამ“, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, შვეიცარიის „იან ბოიზთან“ მეორე მატჩიც წააგო. გასვლაზე 0:3 მარცხის მერე, ლატვიელებმა საკუთარ კედლებში 0:1 დათმეს.





