ლაშა ნოზაძე: “გამოცდილება დაგვაკლდა”

0
17

თბილისის “საბურთალოს” მთავარ მწვრთნელ ლაშა ნოზაძის აზრით, მის გუნდს კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა შეეძლოა, მაგრამ გამოცდილება დააკლდა. მან ამის შესახებ ბუქარესტში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ადგილობრივ “სტიაუასთან” 2:4 წაგების შემდეგ განაცხადაა.
ლაშა ნოზაძე: “პირველ ყოვლისა. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. რაც შეეხება მატჩს – პირველ ნახევარში მოწინააღმდეგემ წნეხში მოგვაქცია, მიუხედავად ამისა, 2-3 რეალური საგოლე მომენტი შევქმენით და გვმართებდა გოლის გატანა. სამწუხაროდ, ტაიმის მიწურულს გოლი გავუშვით.
მეორე ნახევარში ცვლილებები განვახორციელეთ და ორ ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოვახერხეთ. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, მასპინძლებმა მალევე გაგვიტანეს, დასანანი გოლი გავუშვით. საერთო ჯამში, შეგვეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ კარგი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. ალბათ უფრო გამოცდილება დაგვაკლდა. ძალიან საწყენია მარცხი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. იმედია, მომავალში კიდევ მოგვეცემა ევროტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა და მსგავს შეცდომებს აღარ გავიმეორებთ”.
“საბურთალო” ევროთასების მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია.