ბაქოს „ნეფთჩიმ“, რომელსაც სოლომონ კვერკველია ზაფხულში შეუერთდა, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. აზერბაიჯანელებმა პირველი თამაში სტუმრად კვიპროსის ლიმასოლის „არისთან“ 0:2 წააგეს, ხოლო შინ 3:0 გაიმარჯვეს და ტურნირში ასპარეზობას განაგრძობენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი კვერკველია სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ლუკა სილაგაძემ ლატვიის „ვალმერიაში“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის „შკენდიასთან“ (1:3) შეხვედრაში 88-ე წუთიდან ითამაშა. მისი გუნდი ორი თამაშის ჯამში 2:5 დამარცხდა.
ლიეტუვას „სუდუვას“ ქართველმა ლეგიონერმა ლევან მაჭარაშვილმა გასვლაზე დანიის „ვიბორგთან“ 0;1 წაგებულ შეხვედრაში პირველი ტაიმი ჩაატარა. მისი გუნდი პირველ შეხვედრაში ასევე მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და კობფერენს ლიგიდან გავარდა.





