კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ “ნათლობისას” «Live is life» იმღერა

0
24

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ „ნათლობის“ ცერემონიაზე ცნობილი სიმღერა «Live is life» შეასრულა.
ეს „ნაპოლის“ სასადილოში მოხდა, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სკამზე დადგა, ტელეფონი მოიმარჯვა და იმღერა. მას სხვა ნეაპოლელი ფეხბურთელების აყვნენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, «Live is life» ყაზანის „რუბინის“ არაოფიციალური ჰიმნი იყო, რომელშიც კვარაცხელიამ 73 მატჩში ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა.
კვარაცხელიას სიმღერაზე საქართველს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იხუმრა და ინსტაგრამზე დაწერა:
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში და ეროვნულ ნაკრებში ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, რომ უკეთესი საფეხბურთო უნარებით გამოირჩევი, ვიდრე სიმღერის ნიჭით“.
სხვათა შორის, Opus-ის მიერ 1985 წელს დაწერილი ჰიტი Live Is Life ცნობილია როგორც ლეგენდარული დიეგო არმანდოს ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა.