ივანიაძის გოლი „ოსიეკთან“ და მომდევნო ეტაპი

0
55

უეფას კონფერენს ლიგაში თავისი პირველი გოლი „ყიზილჟარის“ ლეგიონერმა გიორგი ივანიაძემ გაიტანა და ყაზახური გუნდის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას ხელი დიდად შეუწყო.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ყაზახები შინ ხორვატიის „ოსიეკთან“ 1:2 დამარცხდნენ, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში მეტოქეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს, რაც ტურნირში დასარჩენად საკმარისი აღმოჩნდა.
ივანიაძე თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო და ორ წუთში ანგარიში გახსნა, როდესაც მცველის მიერ მოგერიებულ ბურთს მიწაზე დაშვებლად კარში ადგილი მიუჩინა, ხოლო 71-ე წუთზე „ყიზილჟარიდან“ თავი კონემ გამოიჩინა. მასპინძლებში კიდევ ერთმა ქართველმა თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჯანიძემ შეუცვლელად ითამაშა.