„სლოვანი“ და ქართული ტრიო ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ

0
18

ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად უნგრეთის „ფერენცვაროში“ 2:1 დაამარცხა, მაგრამ სახლში ძალიან ცუდად ითამაშა და ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ბუდაპეშტელები, სადაც გიორგი ხარაიშვილი ირიცხება, მე-20 წუთზე ბოლიმ დააწინაურა, ხოლო 10 წუთში ზაქარიასენმა სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 70-ე წუთზე დე მარკომ ანგარიში შეამცირა. 89-ე წუთზე „სლოვანის“ კარი ტრაორემ აიღო, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე წერტილი ლაიდოუნიმ დასვა.
„სლოვანში“ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო მათ მსგავსად სასტარტოში მყოფმა კანკავამ, რომელმაც 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, მოედანი 92-ე წუთზე დატოვა.