თბილისის ზღვის საფეხბურთო ბაზაზე “დინამომ” მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც აზერბაიჯანულ “თურანს” უმასპინძლა.
მატჩი დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში კი 26-ე წუთზე გაიხსნა. ახალგაზრდა ლუკა პარკაძე კარგად გაერკვა შეტევის მარჯვენა ფრთაზე, ზუსტი გადაცემით სტანისლავ ბილენკი მოძებნა, რომელმაც სტუმრებს პირველი გოლი გაუტანა. ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში “დინამომ” კიდევ უფრო უმატა შეტევებს, რამაც შედეგი 62-ე წუთზე გამოიღო. გიორგი კუციამ ზუსტად გამოიყენა საჯარიმო დარტყმა 2:0. მესამე გოლი უსმანე კამარამ ტექნიკური დარტყმით 78-ე წუთზე გაიტანა, ხოლო შეხვედრას წერტილი მატჩის დამთავრებამდე ათი წუთით ადრე ლევან ოსიყმაშვილმა დაუსვა.

დინამოელები უახლოეს ოფიციალურ შეხვედრას 7 აგვისტოს სამტრედიაში გამართავენ. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საქართველოს თასის 1/16 ფინალში ადგილობრივ “სამტრედიას” შეხვდება.
“დინამო” (პირველი ტაიმი): კერესელიძე, ხვადაგიანი, კობოური, კალანდაძე, სტეფენი, მოისწრაფიშვილი, პაპავა, იმრანი, პარკაძე, ანტილევსკი, ბილენკი.
მეორე ნახევარში შევიდნენ: სხირტლაძე, ოსეი, ოსიყმაშვილი, მალი, კირკიტაძე, კამარა, კუცია, მაქაცარია.