პსჟ-მ გერმანიის „ლაიფციგიდან“ მცველ ნორდი მუკიელეს შეძენა დაადასტურა. პარიზელთა ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ ფრანგულმა კლუბმა 10 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა.
მუკიელე „ლაიფციგში“ 2018 წელს „მონპელიედან“ გადავიდა. მან ლაიფციგელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 146 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.





