„იუვენტუსმა“ რემზისთან კონტრაქტი გაწყვიტა

0
38

ტურინის „იუვენტუსმა“ 26 ივლისს აარონ რემზისთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა, რის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. უელსის ეროვნული ნაკრების 31 წლის ნახევარმცველს იტალიურ გრანდთან ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა. მანამდე, ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ბრიტანელი ფეხბურთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეში არ წაიყვანა.
რემზი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 70 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მან გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „გლაზგო რეინჯერსში“ გაატარა, რომელთან ერთად ჩემპიონტა ლიგის ფინალში გავიდა და „აინტრახტთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. სხვათა შორის, უელსელი გლაზგოელებიდან ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.