ისტორიაში პირველად – ინგლისის პრემიერ ლიგას ქალი პრეზიდენტი ეყოლება

0
61

ინგლისის პრემიერ ლიგას არსებობის ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი ეყოლება. BBC-ის ინფორმაცით, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საფეხბურთო ორგანიზაციას ელისონ ბრიტენი უხელმძღვანელებს.
57 წლის ბრიტენი პრემიერ ლიგის პრეზიდენტის თანამდებობაზე პიტერ მაკორმაკს შეცვლის, რომელიც ორგანიზაციას გასული წლიდან დროებით ხელმძღვანელობდა.
ბრიტენს მანამდე ფეხბურთთან შეხება არასოდეს ჰქონია და საბანკო სფეროში მოღვაწეობდა. მას მაღალი თანამდებობა Lloyds Banking Group-ში და Santander UK-ში ეკავა. ასევე, ბიზნესმენი თანამშრომლობდა კომპანია Whitbread-თან, რომელიც სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესს მართავს. გარდა ამისა, მას ურთიერთობა Dunelm-თან ჰქონდა, რომელიც სახლისთვის ავეჯს ამზადებს.
ბრიტენის კანდიდატურას მხარი პრემიერ ლიგის ოცივე კლუბმა ერთხმად დაუჭირა.
შეგახსნებეთ, რომ პრემიერ ლიგა 1992 წლიდან ტარდება.